Tuesday, April 14, 2015

დღე მეორე / Day 2

დღეს ჩვენი სასწავლო ვიზიტის მეორე დღეა, ტურის მონაწილეებს დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარებადი და ინოვაციური კვლევის ჯგუფის წარმომადგენლებთან. ბატონი ტარმო ტოიკანენ,  გახლავთ ფსიქოლოგი განათლების მიმართულებით და აგრეთვე მასწავლებელთა ტრენერი. მან დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების შესახებ,  მათ შორის გაგვაცნეს ვებ-გვერდი Lemill.net, რომელიც აერთიანებს 42000-მდე მომხმარებელს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათ შორის დაახლოებით 30000 მომხმარებელი ქართველია. ვებ-გვერდს იყენებენ მასწავლებლები სასწავლო მიზნებისათვის, ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სწავლების ახალი მეთოდების შესახებ. ბატონმა ტარმომ გაგვაცნო უნივერსიტეტის სტრუქტურა და მათი სასწავლო მიმართულებები. ასევე დავათვალიერეთ უნივერსიტეტის შენობაში განთავსებული არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების ნამუშევრები და სასწავლო გარემო. შეხვედრა მისტერ ტარმოსთან აალტის უნივერსიტეტში ნაყოფიერი აღმოჩნდა ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით. დღის პირველ ნახევარში ჩვენი სასიამოვნო თანამგზავრი იყო ქალბატონი იანინა.
დღის მეორე ნახევარში ქალბატონმა რაილი აეროკოპმა იზრუნა, რომ ჩვენი სეხვედრა საგადასახადო ადმინისტრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ორგანიზებულად წარმართულიყო.  შეხვედრის განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილებები ელექტრონული სწავლების მიმართულებით. მათ, ჩვენგან განსხვავებით, ელექტრონული სწავლების უფრო დიდხნიანი გამოცდილება აქვთ და შესაბამისად მათი ელექტრონული კურსების რაოდენობა გაცილებით მეტია. მათ შორის აქვთ TOT-ის ელექტრონული კურსი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ მეთოდებსა და საშუალებებს არამარტო ტრადიციული ტრენინგის მეთოდოლოგიის შესახებ, არამედ ელექტრონული კურსების შექმნის ტექნიკებს. შეხვედრა იყო ინტერაქციული და თითოეულ ჩვენგანს გვქონდა კითხვის დასმისა და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. დღის განმავლობაში დაგვებადა ახალი იდეები და დავისახეთ დიადი მიზნები ჩვენი ელექტრონული კურსების გასავითარებლად, რასაც ჩამოსვლისთანავე გაგიზიარებთ და იმედი გვაქვს ერთობლივად შევძლებთ ფრთები შევასხათ მათ.

P.S. ფრთები მოგვაქვს (იხ. ფოტო)



Today we had a second day of our study tour; we had meetings in organizations that are   developing learning environments – Learning Environment research group (LeGroup). Mr. Tarmo Toikkanen is a psychologist and also teacher’s trainer. He provided detailed information about the innovative projects created by their group. They gave us information concerning website- www.Lemill.net, this site has up to 42000 users and surprisingly 30000 are Georgians.   Website is mainly for teachers and trainers for educational purposes they are sharing experiences about modern teaching methods and tools. We were introduced the structure of the university and directions of their educational courses. After the meeting we had a tour through university to observe the learning environment, we visited Art and Design school as well.  The meeting was very fruitful we gained important information regarding innovative projects.
After lunch in Haus Mrs. Raili Aarrekorpi organized meeting for us in Finnish Tax Administration. During the meeting we shared our experiences about e-leaning. Their experience in e-learning is much more long-term that ours therefore they have a solid amount of e-courses. They have TOT course which consists of tools and methods not only concerning traditional training methodology but also contains techniques how to create e-courses. The meeting was very interactive and all of us had an opportunity to ask questions. During the day come up with new ideas and set new goals for developing our e-courses in the Academy, we will share our ideas to you when will come to the office and we hope together we will turn them into reality.




 

3 comments:

  1. Good places to visit. I'm following with interest your travel report. Keep going!

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. ძალიან შემართებით ხართ გეტყობათ. ყოჩაღ

    ReplyDelete