დღეს ჩვენი სასწავლო ვიზიტის მეორე
დღეა, ტურის მონაწილეებს დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა საგანმანათლებლო მიმართულებით
განვითარებადი და ინოვაციური კვლევის ჯგუფის წარმომადგენლებთან. ბატონი ტარმო ტოიკანენ,
გახლავთ ფსიქოლოგი განათლების მიმართულებით
და აგრეთვე მასწავლებელთა ტრენერი. მან დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა მათ მიერ შექმნილი
ინოვაციური პროექტების შესახებ, მათ შორის
გაგვაცნეს ვებ-გვერდი Lemill.net, რომელიც აერთიანებს
42000-მდე მომხმარებელს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათ შორის დაახლოებით 30000
მომხმარებელი ქართველია. ვებ-გვერდს იყენებენ მასწავლებლები სასწავლო მიზნებისათვის,
ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სწავლების ახალი მეთოდების შესახებ.
ბატონმა ტარმომ გაგვაცნო უნივერსიტეტის სტრუქტურა და მათი სასწავლო მიმართულებები.
ასევე დავათვალიერეთ უნივერსიტეტის შენობაში განთავსებული არქიტექტურისა და დიზაინის
სკოლის სტუდენტების ნამუშევრები და სასწავლო გარემო. შეხვედრა მისტერ ტარმოსთან აალტის
უნივერსიტეტში ნაყოფიერი აღმოჩნდა ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარების
თვალსაზრისით. დღის პირველ ნახევარში ჩვენი სასიამოვნო თანამგზავრი იყო ქალბატონი იანინა.
დღის მეორე ნახევარში ქალბატონმა რაილი
აეროკოპმა იზრუნა, რომ ჩვენი სეხვედრა საგადასახადო ადმინისტრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან
ორგანიზებულად წარმართულიყო. შეხვედრის განმავლობაში
ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილებები ელექტრონული სწავლების მიმართულებით. მათ,
ჩვენგან განსხვავებით, ელექტრონული სწავლების უფრო დიდხნიანი გამოცდილება აქვთ და შესაბამისად
მათი ელექტრონული კურსების რაოდენობა გაცილებით მეტია. მათ შორის აქვთ TOT-ის ელექტრონული კურსი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ მეთოდებსა და საშუალებებს
არამარტო ტრადიციული ტრენინგის მეთოდოლოგიის შესახებ, არამედ ელექტრონული კურსების
შექმნის ტექნიკებს. შეხვედრა იყო ინტერაქციული და თითოეულ ჩვენგანს გვქონდა კითხვის
დასმისა და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. დღის განმავლობაში დაგვებადა ახალი იდეები
და დავისახეთ დიადი მიზნები ჩვენი ელექტრონული კურსების გასავითარებლად, რასაც ჩამოსვლისთანავე
გაგიზიარებთ და იმედი გვაქვს ერთობლივად შევძლებთ ფრთები შევასხათ მათ.
P.S.
ფრთები მოგვაქვს (იხ. ფოტო)
Today
we had a second day of our study tour; we had meetings in organizations that
are developing learning environments – Learning Environment
research group (LeGroup). Mr. Tarmo Toikkanen is a psychologist and also teacher’s
trainer. He provided detailed information about the innovative projects created
by their group. They gave us information concerning website- www.Lemill.net,
this site has up to 42000 users and surprisingly 30000 are Georgians. Website
is mainly for teachers and trainers for educational purposes they are sharing experiences
about modern teaching methods and tools. We were introduced the structure of the
university and directions of their educational courses. After the meeting we
had a tour through university to observe the learning environment, we visited
Art and Design school as well. The
meeting was very fruitful we gained important information regarding innovative
projects.
After lunch in Haus Mrs. Raili Aarrekorpi organized meeting
for us in Finnish Tax Administration. During the meeting we shared our
experiences about e-leaning. Their experience in e-learning is much more long-term
that ours therefore they have a solid amount of e-courses. They have TOT course
which consists of tools and methods not only concerning traditional training
methodology but also contains techniques how to create e-courses. The meeting
was very interactive and all of us had an opportunity to ask questions. During
the day come up with new ideas and set new goals for developing our e-courses
in the Academy, we will share our ideas to you when will come to the office and
we hope together we will turn them into reality.
Good places to visit. I'm following with interest your travel report. Keep going!
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteძალიან შემართებით ხართ გეტყობათ. ყოჩაღ
ReplyDelete